პოლიტიკა
ნარმანია: პრემიერის დავალება იყო დროული და ღამის კლუბების საკითხი უნდა იყოს შესწავლილი
ნარმანია: პრემიერის დავალება იყო დროული და ღამის კლუბების საკითხი უნდა იყოს შესწავლილი

პრემიერის დავალება იყო დროული და ღამის კლუბების საკითხი უნდა იყოს შესწავლილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით წუხილი პერიოდულად ისმის.

„პრემიერის დავალება იყო დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საკითხი იყოს შესწავლილი და თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, უნდა იქნას აღკვეთილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ღამის კლუბებში არასრულწლოვნების პროსტიტუციის აღკვეთის მიზნით სიტუაციის შესწავლა დაავალა. 

loading...