სპორტი
“საქართველო, ეს შენთვის არის, შენთვის! გილოცავ!“- ზაზა ფაჩულიას გუნდმა კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ჩემპიონატი მოიგო
“საქართველო, ეს შენთვის არის, შენთვის! გილოცავ!“- ზაზა ფაჩულიას გუნდმა კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ჩემპიონატი მოიგო

 “საქართველო ეს შენთვის არის, შენთვის! გილოცავ!“-  ზაზა ფაჩულიას გუნდმა,  „გოლდენ სტეიტ უირიორსმა“ კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ჩემპიონატი მოიგო:


” სასწაული გრძნობაა, ამდენი შრომა,  ამდენი ოფლი, ამდენი ვარჯიში. იმისთვის, რომ მოგვეგო ჩემპიონობა და მოვიგეთ კიდეც. გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. ძალიან დიდი სიამაყეა, ძალიან დიდი სიხარული, ყველას ვულოცავ, ყველა ჩემს გულშემატკივარს! რაც მთავარია, ეს ჩემპიონობა არის საქართველოსთვის და ეს იქნება მოტივაცია იმ ახალგაზრდებისთვის, ითამაშებენ კალათბურთს, ეს დასაწყისია. კიდევ ბევრი მსოფლიოს ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არა მარტო კალათბურთში! ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გილოცავ, საქართველო!“- განაცხადა ზაზა ფაჩულიამ


"გოლდენ სტეიტ უირიორსმა" ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა. 

 

loading...