მსოფლიო   NEWS
„ამიერიდან თურქეთი ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური და იურიდიული მეთოდებით შეებრძოლება” - ერდოღანი
„ამიერიდან თურქეთი ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური და იურიდიული მეთოდებით შეებრძოლება” - ერდოღანი

ამიერიდან თურქეთი ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური და იურიდიული მეთოდებით შეებრძოლება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ში მის ვიზიტზე ისაუბრა.

„„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერები 40-50 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც მე ვიმყოფებოდი აქციას მართავდნენ. ამერიკულმა პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა. მსგავსი რამ თურქეთში რომ მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა? ამიერიდან თურქეთი ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური და იურიდიული მეთოდებით შეებრძოლება.

ჩემი დაცვის სამსახურის 12 წევრზე დაკავების ორდერი გასცეს. ეს რა კანონია? თუ მათ ნებადართული არ აქვთ ჩემი დაცვა აშშ-ში, მაშინ თან რატომ უნდა წავიყვანო?“ - განაცხადა ერდოღანმა.

16 მაისს, ვაშინგტონში ერდოღანის დაცვის წევრებსა და მანიფესტანტებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ვაშინგტონის პოლიციამ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ორი წევრი დააკავა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა. 

ჩხუბის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. თურქეთის საელჩოს განცხადებით, ჩხუბის პროვოცირება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მხარდამჭერებმა მოახდინეს. 

loading...