მსოფლიო   NEWS
67 წლის ასაკში ვანუატუს პრეზიდენტი გარდაიცვალა
67 წლის ასაკში ვანუატუს პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვანუატუს პრეზიდენტი ბალდვინ ლონსდეილი 67 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ლონსდეილი ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბალდვინ ლონსდეილი პრეზიდენტის პოსტს 2014 წლის სექტემბრიდან იკავებდა.

ვანუატუს კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრეზიდენტი პარლამენტმა და რეგიონული მთავრობების ხელმძღვანელებმა სამი კვირის ვადაში უნდა აირჩიონ.