მსოფლიო   NEWS
ლონდონში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა
ლონდონში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

ლონდონში, Grenfell Tower-ის ხანძრის შედეგად გაუჩინარებული ადამიანები ლონდონის პოლიციამ დაღუპულად სცნო. ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. 

კენსინგტონის უბანში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს, შუაღამით გაჩნდა. ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ინფორმაციით, 1974 წელს აშენებულ Grenfell Tower-ში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა.

წყარო: BBC