მსოფლიო   NEWS
პორტუგალიაში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა
პორტუგალიაში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა

პორტუგალიაში, ტყის ხანძარს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მათი უმრავლესობა ავტომანქანებში დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი. 

ამ დროისთვის ადგილზე 1 700 მეხანძრეა მობილიზებული და ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.

ქვეყნის პრემიერმინისტრის, ანტონიო კოსტას თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

წყარო:BBC

loading...