მსოფლიო   NEWS
კოლუმბიაში მომხდარ ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა
კოლუმბიაში მომხდარ ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 3 ქალი გარდაიცვალა.

აფეთქება დღეს, სავაჭრო ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.

ხელისუფლების ინფორმაციით, ასაფეთქებელი ქალთა საპირფარეშოში იყო დამონტაჟებული.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

წყარო : BBC

 

loading...