მსოფლიო   NEWS
კიევში ლგბტ მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა
კიევში ლგბტ მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა

უკრაინის დედაქალაქში "თანასწორობის მარში" გაიმართა. 

ლგბტ მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობას 2,5 ათასი ადამიანი იღებდა.

რამდენიმე ნაციონალისტმა აქციის მონაწილეებს გზა გადაუღობა, რადიკალებმა ლგბტ-ის დროშა დაწვეს.

დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და ნაციონალისტებს შორის.

საბოლოოდ, მარშის მონაწილეებს მარშრუტის შეცვლა მაინც მოუწიათ.