მსოფლიო   NEWS
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ლონდონში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა მოიწვია
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ლონდონში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა მოიწვია

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ლონდონში, მეჩეთთან მომხდარ შემთხვევას “საშინელი ინციდენტი“ უწოდა.

„ბიბისის“ ცნობით, მეიმ საგანგებო სხდომა მოიწვია.

ბრიტანეთის დედაქალაქის ჩრდილოეთში, მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია.  დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

თუ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, ეს იქნება ბრიტანეთში ბოლო 4 თვეში მომხდარი მე-4 ტერორისტული თავდასხმა ვესთმინსტერის, მანჩესტერისა და ლონდონის ხიდზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ.

loading...