სამართალი
ქუთაისში, საინკასაციო მანქანა დააყაჩაღეს
ქუთაისში, საინკასაციო მანქანა დააყაჩაღეს

ქუთაისში, საინკასაციო მანქანა დააყაჩაღეს. ინკასაციის მანქანაში 3 პირი იმყოფებოდა.

ჩასარიცხი აპარატიდან ფულის ამოღების შემდეგ, ისინი მანქანაში ჩასხდნენ, რის შემდეგაც ნიღბიანებმა მანქანიდან გადმოსვეს და მანქანა გაიტაცეს. 

პოლიციამ მანქანას ცხელ კვალზე უკვე მიაკვლია, თუმცა დაკავებულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.