პოლიტიკა
ირაკლი ბერაიამ რიგაში დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობა მიიღო
ირაკლი ბერაიამ რიგაში დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, აშშ-ისკონგრესისა და ლატვიის სეიმის მიწვევით, დაზვერვისა და უსაფრთხოების მე-8 საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობს.  აღნიშნული ფორუმი რამდენიმე წელია აშშ-ში, ევროპასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტარდება. მასში 60 ქვეყნისსაკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რიგის ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიაა ინფორმაციის ავი განზრახვით გამოყენების გამოწვევები, საბანკო და ფინანსური უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და უცხოური ინვესტიციები, ფულის გათეთრება დატერორიზმის დაფინანსება, უსაფრთხოებისა და სამართალდით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა. ღონისძიებას ლატვიის სეიმი მასპინძლობს და მას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, ელჩები, აგრეთვე საბანკო დასატელეკომუნიკაციო სფეროს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.