ეკონომიკა
გორში ქართლის ღვინის ფესტივალი „ატენი 2017“ გაიმართა
გორში ქართლის ღვინის ფესტივალი „ატენი 2017“ გაიმართა

ღვინის ფესტივალი „ატენი 2017“ გორის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლა "მაჩაბელამ" გახსნა - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

წელს ფესტივალში მონაწილეობა ქართლში არსებულმა 20-ზე მეტმა ღვინის მარანმა და ინდივიდუალურმა მეღვინეებმა მიიღეს. ძირითადად წარმოდგენილი იყო ხაშურსა და გორში არსებული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული ღვინოები.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართლის ღვინოები. სპეციალურად ამ დღისთვის გორის მუნიციპალიტეტსსტუმრობდა 13 კაციანი დელეგაცია პოლონეთიდან იმ ქალაქებისა და გამგეობების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც გორისმუნიციპალიტეტის გამგეობასთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობენ. ფესტივალს ესწრებოდნენ ამერიკის, იაპონიის, საფრანგეთის,გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისწარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოსახლეობა. ფესტივალზე ფოლკლორულ ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ფაცხები, სადაცადგილობრივებმა ქართული სამზარეულო წარმოაჩინეს.

ღვინის ფესტივალი ატენში პირველად გასულ წელს გაიმართა და მან უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. წელს „ატენი 2017“-ს ატენისუძველესი ღვინის ჩამოსასხმელი ქარხანა მასპინძლობდა. ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა და მისიმიზანია ქართლის ღვინისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაცია. 

loading...