პოლიტიკა
კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველომ მე-8 ადგილი დაიკავა
კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველომ მე-8 ადგილი დაიკავა

საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-8 ადგილზეა. აღნიშნულ ინდექს სგაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (IთU) ადგენსდა 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს.  უახლესი კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს 2015 წლიდან 2017წლის დასაწყისამდე.

2017 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველოს მე-8 ადგილზე გასვლა იმ პროგრესის აღიარებაა, რომელსაც ქვეყანა კიბერუსაფრთხოების სფეროში წლიდან წლამდე აჩვენებს.  რეიტინგში მე-8 ადგილზე ყოფნა ადასტურებს,რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული დაუსაფრთხო ქვეყანა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ქვეყნების რეიტინგის ჭრილში საქართველო ესტონეთის შემდეგ მეორე-მესამეადგილებს საფრანგეთთან ინაწილებს (0.819 სარეიტინგო ქულით).

„საქართელოსთვის ეს არის უპრეცედენტო შედეგი, როდესაც კიბერუსაფრთხოების ხარისხის ინდექსში ქვეყანა მსოფლიოშიმერვე, ევროპაში კი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.  კვლევის ხუთივე ძირითად კომპონენტში - საკანონმდებლლო ბაზა, ტექნიკური მზაობა, ორგანიზაციული მოწყობა, შესაძლებლობების განვითარება და თანამშრომლობისთვის ღიაობა - ჩვენმაღალი შეფასება მივიღეთ, რამაც განაპირობა კიდეც საბოლოო კოეფიციენტი, რომელიც სიამაყის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება, ვინაიდან წინ კიდევ ბევრი სამუშაოა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ

ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შემდგომ მისი შენარჩუნება/განვითარება კომპლექსური საკითხია და სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობს მოითხოვს.

ამის მაგალითად „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე რამდენიმე უწყებას ასახელებს და ამბობს, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად აღნიშნული შედეგი ვერ დადგებოდა.

„მინდა მივულოცო ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელთა დიდი დამსახურებაა აღნიშნული წარმატება. ეს ორგანიზაციებია იუსტიციის სამინისტროს 

მონაცემთა გაცვლის სააგენტო, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭო, თავდაცვისსამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - აღნიშნა პატარიძემ.

ინდექსის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის(ჩEღთ.GOV.GE) არსებობამ და წარმატებულმა მუშაობამ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.  ეს ჯუფისაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სტრუქტურის ნაწილია და პასუხისმგებელიაქვეყანაში კიბერუსაფრთხოების განვითარება-შენარჩუნებაზე, კიბერინციდენტების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისგატარებაზე და სხვა. 

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ მომზადებული ინდექსის მიზანია გაზომოს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისკიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის დონე, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები გამოვლენილი სუსტი მხარეებისაღმოშაფხვრელად და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მასშტაბის თანამშრომლობას.