მსოფლიო   NEWS
"საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი უნდა დაივიწყოს და რუსეთთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს "-ჯონ მიერშაიმერი
"საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი უნდა დაივიწყოს და რუსეთთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს "-ჯონ მიერშაიმერი

"ამერიკა უფრო აგრესიული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი - აცხადებს ამერიკის ხმასთან" საუბრისას აშშ-ს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილებას ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი თეორიტიკოსი, პოლიტოლოგი, პროფესორი ჯონ მიერშაიმერი.

მისი თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკა შვიდ ომში მონაწილეობდა, ყოველ სამ წელიწადში ამერიკა- ორი წელი ომებითაა დაკავებული.

რუსეთზე საუბრისას ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ რუსეთმა სამხედრო ძალა საქართველოში, უკრაინასა და სირიაში მხოლოდ იმისთვის გამოიყენა, რომ დაეცვა საკუთარი სტრატეგიული ინეტრესები:

 „მოსკოვი საქართველოს და უკრაინის კონფლიქტში იმის გამო არის ჩართული, რომ რუსეთისთვის მოსაზღვრე ქვეყნები მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენენ.

რუსეთმა ჩათვალა, რომ ნატოს გაფართოება და ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ 2008 წელს და უკრაინამ 2014 წელს გადადგა, ამ ინტერესებს საფრთხეში აგდებდა. სწორედ, ამის გამო რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია გადაწყვიტა.

ის შეხედულება, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანების უფლება აქვთ, ძალიან საშიში და სულელური წარმოდგენაა საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებზე.

თუ ხარ საქართველო ან უკრაინა და ესაზღვრები ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, რუსეთის ინტერესებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციო.

თუ ფიქრობ იმას, რომ ნატოში გაწევრიანების უფლება გაქვს, იმის მიუხედავად რას ფიქრობს რუსეთი, საკუთარ თავს დიდ პრობლემებს შეუქმნი.

საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი უნდა დაივიწყოს, რუსეთთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ევროპასთან ინტეგრაცია, ისიც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, "- აცხადებს ჯონ მიერშაიმერი.

loading...