პოლიტიკა
„ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს” - ირაკლი კობახიძე
„ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს” - ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციურ მონარქიას აქვს თავისი სერიოზული უპირატესობა.

„ჩვენ დღეს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ განცხადებაზე, რომელიც საკონსტიტუციო მონარქიას შეეხება, პატრიარქს შევხვდით. ვისაუბრეთ ამ განცხადების შინაარსზე, მიზანზე, ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მმართველობის სისტემას თავისი უპირატესობები აქვს, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს თავისი სერიოზული უპირატესობა. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში, პოლიტიკურ სისტემაში. კონსტიტუციურ მონარქიას თავისი სერიოზული პლუსი აქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ.

 

loading...