კულტურა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის სამეფო თეატრმა სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარადგინა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძღვანელის ლევან სეფაშვილის რეჟისორობით განხორციელდა.  სპექტაკლში ლიტველ კოლეგებთან ერთად ასევე მონაწილეობენ ლიტვაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სპექტაკლი „ფიროსმანი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიტვის რესპუბლიკაში და მრავალჯერ არის წარმოდგენილი ლიტვის სხვადასხვა ქალაქების თეატრების სცენაზე.

თელავში პრემიერას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ლიტვის რეპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე, ქ. თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, ლიტვის ქალაქ კედაინაის რაიონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის დირექტორი ოვიდიუს კაჩიაუსკასი და სხვა საპატიო სტუმრები.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ფიროსმანი“ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.