კულტურა
ლევან ზურაბიშვილის შვილებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის პირადი ბიბლიოთეკა გადასცეს
ლევან ზურაბიშვილის შვილებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის პირადი ბიბლიოთეკა გადასცეს

ოთარ და სალომე ზურაბიშვილებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას  მამის პირადი ბიბლიოთეკა გადასცეს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ნაჩუქარ წიგნებს შორის XVII-XIX საუკუნეების უნიკალური გამოცემებიცაა, რომელიც ემიგრაციის დარბაზში შეინახება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ჩვენი ემიგრაციის დარბაზი, რომელიც სულ ოთხი წელია რაც დავაფუძნეთ, ძლიერდება. ლევან ზურაბიშვილის შვილებმა, ოთარ და სალომე ზურაბიშვილებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს მამის პირადი ბიბლიოთეკა, მათ შორის XVII-XIX საუკუნეების უნიკალური გამოცემები“ - წერს გიორგი კეკელიზე სოციალურ ქსელში.