მსოფლიო   NEWS
თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

თურქეთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც უპილოტო თვითმფრინავით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Imedinews.ge გაზეთ Hurriyet-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დაკავებულია რენატ ბაკიევი, რომელიც, სავარაუდოდ, ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთანაა" დაკავშირებული. 

გამოცემაში აღნიშნავენ, რომ ის ავიაბაზა ინჯირლიკში ბაზირებულ თვითმფრინავზე იერიშს გეგმავდა. მან სპეციალურად დაიქირავა ველოსიპედი და ათვალიერებდა ბაზის ტერიტორიას. 

ავიაბაზა ინჯირლიკის თვითმფრინავები, მონაწილეობას სირიასა და ერაყში კოალიციური ძალების მიერ განხორციელებულ ოპერაციებში ღებულობენ. 

loading...