საზოგადოება
„სექტემბრიდან სკოლაში ბავშვებს თითო ვაშლს კვირაში ერთხელ დაურიგებენ” - ალექსანდრე ჯეჯელავა
„სექტემბრიდან სკოლაში ბავშვებს თითო ვაშლს კვირაში ერთხელ დაურიგებენ” - ალექსანდრე ჯეჯელავა

„სექტემბრიდან სკოლაში ბავშვებს თითო ვაშლს კვირაში ერთხელ დაურიგებენ” - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ ძვირიანი პროექტი იქნება და ამ პროცესის ადმინისტრირებაც რთული იქნება.

„ამ პროექტის მიზანია, რომ შესვენებაზე ყველა ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ასევე გვინდა მშობლებს მოვუწოდოთ გამოატანონ ბავშვებს ვაშლი. სექტემბრიდან თითო ბავშვს კვირაში თითო ვაშლი შეხვდება, თუმცა დაძალებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისი თქმით, ვაშლის დარიგების კამპანია თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა.