საზოგადოება
ენგურზე თევზაობისას დაკავებული თენგიზ მიქავა რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს
ენგურზე თევზაობისას დაკავებული თენგიზ მიქავა რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

ენგურზე თევზაობისას დაკავებული თენგიზ მიქავა რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს.

სოფელ ტყაიას მკვიდრი 9 აგვისტოს დაიჭირეს.

მიქავა მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც ის რუსმა ჯარისკაცებმა ენგურის მეორე ნაპირზე გადაიყვანეს. მოგვიანებით, ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ თენგიზ მიქაძე გალში იყო გადაყვანილი.

ოკუპანტების მიერ მდინარე ენგურის სანაპიროდან კიდევ ერთი გატაცებული უტა სამუშია გუშინ გაათავისუფლეს.