მსოფლიო   NEWS
ბრიტანეთის მეფე-დედოფალი პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეითი გახდებიან
ბრიტანეთის მეფე-დედოფალი პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეითი გახდებიან

დიდი ბრიტანეთის მეფე-დედოფალი პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეითი გახდებიან. ჟურნალ „ლაიფ&სტაილის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად დედოფალმა ელიზაბეტმა მიიღო.

როგორც ჟურნალს წყარომ განუცხადა, მისი უდიდებულესობა ქეითსა და უილიამსში ხედავს იმ ენერგიას, რომელიც სამეფოს სჭირდება. დედოფალი იმედოვნებს, რომ წყვილი სამეფო ოჯახს ადრინდელ პატივისცემასა და ძალაუფლებას დაუბრუნებს.

წყაროს ინფორმაციით, 91 წლის დედოფლის გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინა მამა-შვილის, ჩარლზისა და უილიამის ურთიერთობაზე. მათი ურთიერთობა ცოტათი დაიძაბა.

„რთული აღმოჩნდა დედოფლის გადაწყვეტილება 68 წლის ჩარლისთვის. ის მეფობისთვის მთელი ცხოვრება ემზადებოდა, თუმცა სიტუაციას ეგუებიან“ - აღნიშნა წყარომ.

loading...