მსოფლიო   NEWS
„სამხედრო ზომები სრულად მომზადებულია იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი არაკეთილგონიერად მოიქცევა” - დონალდ ტრამპი
„სამხედრო ზომები სრულად მომზადებულია იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი არაკეთილგონიერად მოიქცევა” - დონალდ ტრამპი

„სამხედრო ზომები სრულად მომზადებულია იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი არაკეთილგონიერად მოიქცევა” - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ წერს.

„სამხედრო ზომები სრულად მომზადებულია იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი არაკეთილგონიერად მოიქცევა. იმედი მაქვს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სხვა გზას აირჩევს“, - წერს დონალდ ტრამპი.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ შესაძლოა ქვეყანამ წყნარ ოკეანეში, გუამის კუნძულზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანოს.

გუამის კუნძულზე აშშ-ის სამხედრო ავიაბაზა „ანდერსენი“ და სამხედრო-საზღვაო ბაზა „აპრა-ჰარბორია” განლაგებული.

ტრამპი ჩრდილოეთ კორეას „ცეცხლითა და სიბრაზით“ დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის ტერიტორიებს რეალურ საფრთხეს შეუქმნის.