მსოფლიო   NEWS
"ტრამპის მიერ პუტინისთვის გადახდილი მადლობა "სარკაზმი" იყო" - თეთრი სახლის პრესსპიკერი
"ტრამპის მიერ პუტინისთვის გადახდილი მადლობა "სარკაზმი" იყო" - თეთრი სახლის პრესსპიკერი

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

განცხადება რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევებაზე იყო გაკეთებული.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, სარა სანდერსის გნაცხადებით, პრეზიდენტის მიერ პუტინისთვის გადახდილი მადლობა "სარკაზმი" იყო. 

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მადლობა გადაუხადა. მან პირველად გააკეთა კომენტარი მოსკოვის მიერ რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის შემცირების გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ამით ვაშინგტონი თანხებს დაზოგავს. 

წყარო: Reuters