Facebook-სტატუსები
"თურქეთის ელჩის მიერ დაშინებულმა პრეზიდენტად წოდებულმა არსებამ და ხელისუფლებამ ვერ გაბედა,რომ ქართველი ერისთვის დიდგორის გამარჯვების დღე მიელოცა"
"თურქეთის ელჩის მიერ დაშინებულმა პრეზიდენტად წოდებულმა არსებამ და ხელისუფლებამ ვერ გაბედა,რომ ქართველი ერისთვის დიდგორის გამარჯვების დღე მიელოცა"

თურქეთის ელჩის მიერ დაშინებულმა პრეზიდენტად წოდებულმა არსებამ და ხელისუფლებამ
ვერ გაბედა,რომ ქართველი ერისთვის დიდგორის გამარჯვების დღე მიელოცა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში,ასეთი მშიშარა ხელისუფლება ალბათ არც არასოდეს გვყოლია. მთელი საქართველო შეურაცხყოფილია იმის გამო,რომ თურქეთის მოთხოვნით არსებული ხელისუფლება ცდილობს ისტორიის გადაწერს და დიდი დავით აღმაშენებლის მიერ მოპოვებული გამარჯვების მიჩქმალვას. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხელისუფალთა წინაპრები 1121 წელს დიდგორზე ილღაზის ლაშქარში იყვნენ და ქართველებს ებრძოდნენ.მრცხვენია,რადგან წელს პირველად დიდგორობა ოფიციალურად არ აღინიშნება."ძლევაი საკვირველი" მაინც შედგება!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე