მსოფლიო   NEWS
ინდოეთის საავადმყოფოში ჟანგბადის უკმარისობით 60 ბავშვი გარდაიცვალა
ინდოეთის საავადმყოფოში ჟანგბადის უკმარისობით 60 ბავშვი გარდაიცვალა

ინდოეთის საავადმყოფოში ჟანგბადის უკმარისობით 60 ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატების ჟანგბადით შევსება თანხის გადაუხდელობის გამო არ მოხდა. ინდოეთის შტატის, უტარ-პრადეშის ხელმძღვანელობის თქმით, ჟანგბადის მიწოდება მართლა შეწყდა, თუმცა სიკვდილის მიზეზი ეს არ ყოფილა.  

„გარდაცვლილთა უმრავლესობა ახალშობილები ან ენცეფალიტით დაავადებულები იყვნენ,  ჟანგბადის მოწოდების პრობლემა ნამდვილად შეიქმნა, მაგრამ სიკვდილის მიზეზი ეს არ ყოფილა. მათი უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა“- განაცხადა შტატის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ანილ კუმარმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია და საღამოს ჟანგბადის მიწოდება აღდგება.

უტარ-პრადეში ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი შტატია. იქ ყოველწლიურად ავადმყოფობისგან, მათ შორის,  ენცეფალიტისგან,  ასობით ბავშვი იღუპება.

 

loading...