პოლიტიკა
“თითოეულ ჩვენგანს ოჯახში ორი-სამი მანქანა გყავდეს და პარკირების პრობლემას მხოლოდ მერიას ვაბრალებდეთ, ჩემი აზრით, არასწორია”- დავით ნარმანია
“თითოეულ ჩვენგანს ოჯახში ორი-სამი მანქანა გყავდეს და პარკირების პრობლემას მხოლოდ მერიას ვაბრალებდეთ, ჩემი აზრით, არასწორია”- დავით ნარმანია

 “თითოეულ ჩვენგანს ოჯახში ორი-სამი მანქანა გყავდეს და პარკირების პრობლემას მხოლოდ მერიას ვაბრალებდეთ, ჩემი აზრით, არასწორია”- ასე უპასუხა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ზვიად ავალიანის შეკითხვას, რომელიც პარკირების პრობლემის მოუგვარებლობის საკითხს ეხებოდა. მისი თქმით, მანქანების რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ ერთი მხრივ, საცობები, მეორე მხრივ კი პარკირების პრობლემა გამოიწვია, საკითხის გადასაჭრელად კი მერიამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა.

„თითოეულ ჩვენგანს ოჯახში ორი-სამი მანქანა გყავდეს და პარკირების პრობლემას მხოლოდ მერიას ვაბრალებდეთ ჩემი აზრით არასწორია. თუ 2010 წლისთვის თბილისში ყოველდღიურად 200 000 მანქანა გადაადგილდებოდა დღეს 500 000-ზე მეტი მანქანა გადაადგილდება. ბოლო 6-7 წლის მანძილზე მანქანების რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ ერთ მხრივ განაპირობა საცობები, ხოლო მეორე მხრივ, ეს ხელს უშლის პარკირებას. ჩვენ არ შევრიგებივართ სითი-პარკს და მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ არასდროს გვქონია ჰარმონიული ურთიერთობა სითი-პარკთან. ყოველი ჩვენი შეხვედრა სითი-პარკთან, სადაც ჩვენ მათ კონსტრუქციულად ვთავაზობდით ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებას, მათი მხრიდან დესტრუქციულობით გამოირჩეოდა. სხვათა შორის, სწორედ ჩვენ გავასაჯაროვეთ სითი-პარკთან დადებული კაბალური ხელშეკრულება მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებამ მას გრიფით საიდუმლო დაადო. ჩვენ რეალურად ფარდა ავხადეთ მათ კორუფციულ ქმედებებს. სამწუხაროდ, ამის შემდეგ, ჩვენ წინ ვერ წავედით: ჩვენ მოვამზადეთ ხელშეკრულებაში გონივრული ცვლილებების პროექტი მაგრამ სითი-პარკი ამ ცვლილებებზე არ წამოვიდა, რადგან მასთან კაბალური ხელშეკრულება იყო გაფორმებული. იცით, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ჩვენ მინიმუმ 25 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევდა. ჩვენ წავედით მეორე გზით - ჩვენ ავირჩიეთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის გზა - ჩვენს მიერ დაქირავებულმა კომპანიამ მოამზადა ათი ადგილი. ჩატარდა შესაბამისი ეკონომიკური კვლევა და ეს ათი ადგილი მზადაა იმისათვის, რომ გამოცხადდეს კონკურსი მრავალსართულიანი პარკინგების ასაშენებლად. ამჟამად მზადდება დოკუმენტაცია, რომელიც გულისხმობს კონკურსის პირობების დაზუსტებას, რის შემდეგაც, ალბათ ამ წლის შემოდგომაზე, გამოცხადდება კონკურსი.“- განმარტა ნარმანიამ.

 

loading...