პოლიტიკა
“ძალიან ბევრ მშობელს კერძო ბაღებიდან ბავშვები გადმოყავს მუნიციპალურ ბაღებში. აქ გაცილებით უკეთესი პირობებია, ხოლო სწავლა არის უფასო”- დავით ნარმანია
“ძალიან ბევრ მშობელს კერძო ბაღებიდან ბავშვები გადმოყავს მუნიციპალურ ბაღებში. აქ გაცილებით უკეთესი პირობებია, ხოლო სწავლა არის უფასო”- დავით ნარმანია

“წინა ხელისუფლებამ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში 49 ბაღი დახურა მაშინ, როდესაც ჩვენ სამი წლის მანძილზე რამოდენიმე დახურული ბაღი აღვადგინეთ და 12 ახალი ბაღი ავაშენეთ” -დავით ნარმანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან,  ზვიად ავალიანთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრობს.  

„ეს ბაღები უკვე გახსნილია სადაც 7500-მდე ბავშვი მივიღეთ. ათი ახალი ბაღის მშენებლობა ამჟამადაც მიმდინარეობს, რომლებიც მომდევნო პერიოდში დასრულდება. ჩვენი პრიორიტეტი არ ყოფილა მხოლოდ ბაღების აშენება. ჩვენ სერიოზული რესურსები დავხარჯეთ ბაღებში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ბაღების ეზოები გამწვანდა. ეზოებში დაიგო ასფალტი. განახლდა სათამაშო მოედნები და ა.შ. გარდა ამისა, ყველა ბაღი, რომელთა ნახევარსაც კი არ ჰყავდა ფსიქოლოგი და ლოგოპედი, დღეს უზრუნველყოფილია ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მომსახურებით; ასევე მოხდა ბაღების კურიკულუმის განახლება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბავშვთა კვების რაციონი. ზოგადად, ბოლო სამი წლის მანძილზე ბაღების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რის გამოც ძალიან ბევრ მშობელს კერძო ბაღებიდან ბავშვები გადმოყავს მუნიციპალურ ბაღებში. აქ გაცილებით უკეთესი პირობებია, ხოლო სწავლა არის უფასო. რაც შეეხება რეგისტრაციის პრობლემას, ამ კომპონენტში გაიმართა სოფტი და დღეს თუ შეიძლება ასე ითქვას, სოფტი არ „ჭედავს“, თუმცა გარკვეული დისკომფორტი მშობლებს მაინც ექმნებათ, იმიტომ, რომ ბაღების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ამიტომაც, ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვაშენებთ ახალ ბაღებს, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საბავშვო ბაღის გარეშე.“- აცხადებს დავით ნარმანია. 

loading...