პოლიტიკა
„გადაცდომები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა ისინი თავიანთი გუნდის წევრებს არ იჭერდნენ, ან თუ იჭერდნენ, ეს ინფორმაცია სააშკარაოზე არ გამოდიოდა“- დავით ნარმანია კორუფციის შესახებ
„გადაცდომები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა ისინი თავიანთი გუნდის წევრებს არ იჭერდნენ, ან თუ იჭერდნენ, ეს ინფორმაცია სააშკარაოზე არ გამოდიოდა“- დავით ნარმანია კორუფციის შესახებ

„გადაცდომები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა ისინი თავიანთი გუნდის წევრებს არ იჭერდნენ, ან თუ იჭერდნენ, ეს ინფორმაცია სააშკარაოზე არ გამოდიოდა“- ასე უპასუხა დავით ნარმანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ზვიად ავალიანის შეკითხვას, რომელიც  თბილისის მერიაში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებს ეხებოდა. მისი თქმით, როდესაც სისტემაში 25 ათასი ადამიანი მუშაობს, იქ ყოველთვის არის შესაძლებლობა,  ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს.

„სისტემური კორუფცია თბილისის მერიაში ნამდვილად არ არსებობს, ხოლო ყველა ინდივიდუალური გადაცდომის შემთხვევა აღკვეთილ იქნა შესაბამისი ორგანოების მხრიდან. როცა სისტემაში 25 ათასი ადამიანი მუშაობს, იქ ყოველთვის არის შესაძლებლობა ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ადგილი ქონდეს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. ყველა თანამშრომელს ვერავინ გააკონტროლებს, მაგრამ რამდენჯერაც მოხდა ასეთი შემთხვევა, იმდენჯერვე ამას მოყვა შესაბამისი რეაქცია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის რომ სისტემა უფრო ღია და გამჭვირვალე გამხდარიყო. გადაცდომები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა ისინი თავიანთი გუნდის წევრებს არ იჭერდნენ, ან თუ იჭერდნენ, ეს ინფორმაცია სააშკარაოზე არ გამოდიოდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაქსიმალური დემოკრატიის პირობებში, სისტემა არის ღია და გამჭვირვალე. ჩვენ კიდევ უფრო მეტიც გავაკეთეთ და თბილისის მერია შეუერთდა ღია მმართველობის ინიციატივას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივაა და თბილისი სხვა ქალაქებისთვის ხდება სამაგალითო. ძალიან ბევრი გაკეთდა მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებითაც. გაკეთდა მომსახურების ცენტრი სადაც ერთ სივრცეში ხდება ქონების, სამართლებრივი და სხვა სერვისების მიწოდება. პერიოდულად მერია ანგარიშს აბარებს საზოგადოებას, თბილისის მერი ყოველკვირეულად იღებს მოქალაქეებს, გაზრდილია ანგარიშვალდებულება  მოქალაქეებისა და ბიზნეს-სექტორის მიმართ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სისტემის კიდევ უფრო მეტ ღიაობას და გამჭვირვალობას.“- განაცხადა ნარმანიამ. 

loading...