პოლიტიკა
“ზედმეტად მიმნდობი ვარ - როცა ადამიანს გვერდით დავიყენებ ან ხელს ჩამოვართმევ მიმაჩნია, რომ მას უნდა ვენდო”- დავით ნარმანია
“ზედმეტად მიმნდობი ვარ  - როცა ადამიანს გვერდით დავიყენებ ან ხელს ჩამოვართმევ მიმაჩნია, რომ მას უნდა ვენდო”- დავით ნარმანია

“ზედმეტად მიმნდობი ვარ” - ასე უპასუხა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ზვიად ავალიანის შეკითხვას, რომელიც მისი, როგორც პიროვნების და როგორც მერის სუსტ მხარეებს ეხებოდა.  მისი  თქმით, ის გვერდით მდგომს ყოველთვის ენდობა, მაგრამ, სამწუხაროდ,  ყველა ადამიანი ამ ნდობის გამართლებას ვერ (ან არ) ახერხებს.  

„ბუნებაში არ არსებობს პიროვნება, რომელსაც არ ექნება სუსტი მხარე. ამ მხრივ გამონაკლისი მეც ვერ ვიქნებოდი. ჩემს სუსტ მხარედ მე დავასახელებდი იმ თვისებას, რომ ალბათ  ზედმეტად მიმნდობი ვარ  - როცა ადამიანს გვერდით დავიყენებ ან ხელს ჩამოვართმევ მიმაჩნია, რომ მას უნდა ვენდო, თუმცა სამწუხაროდ ამ ნდობას ყველა არ ამართლებს, ან ვერ ამართლებს“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

loading...