სხვადასხვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ავღანეთში ჩავა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ავღანეთში ჩავა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს ავღანეთში ჩავა და 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვას პირადად მიუსამძიმრებს, -ამის შესახებ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრი ავღანეთიდან გერმანიაში გაემგზავრება და ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

loading...