სხვადასხვა
აეროპორტის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ
აეროპორტის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ

აეროპორტის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც ამჟამად არამიანცის, ინგოროყვას და ამტელის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ცენტრალური გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უსამძიმრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.