სხვადასხვა
საყდრისის ტერიტორიის მახლობლად ხანძარი ლიკვიდირებულია
საყდრისის ტერიტორიის მახლობლად ხანძარი ლიკვიდირებულია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის მიმდებარედ, საყდრისის ტერიტორიის მახლობლად ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმციას ipn.ge ავრცელებს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი 6 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ცეცხლი არ გავრცელებულა მიმდებარედ არსებულ ტყის მასივზე და კოტეჯებზე.

საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორში ცეცხლი დაახლოებით 12:00 საათზე გაჩნდა.

loading...