კულტურა
ჯარჯი ფხოველს 70 წელი შეუსრულდა
ჯარჯი ფხოველს 70 წელი შეუსრულდა

დღეს, საქართველოს მწერალთა სახლში, ქართველი პოეტის, ჯარჯი ფხოველის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.

„პოეტი, რომელსაც ე. წ. სოც.რეალიზმის კლიშეებში ჩამჯდარი სხვა ავტორებისაგან განსხვავებით, არ ეშინოდა თემატური და ფორმისეული სიახლეების ძიების გზით ევლო“, - ასე ახასიათებენ ჯარჯი ფხოველს მეგობრები.

არაერთი მრავალი პოეტური კრებულისა და საინტერესო ჩანაწერების ავტორის ლექსები თარგმნილია რამდენიმე უცხოურ ენაზე. თავად პოეტმა ბრწყინვალედ თარგმნა ძველი ჩინური პოეზიის არაერთი კლასიკოსი. ამჟამად ჯარჯი ფხოველი ცხოვრობს ფშავში, არაგვის ხეობაში.

„ სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჯარჯი ფხოველს არ უყვარს პომპეზურობა და საკუთარ თავზე ლაპარაკი და იმის გამოც, რომ ჩვენ, ქართველები ზოგჯერ უყურადღებონი ვართ ღირსეული ადამიანის დაფსების საქმეში, მისმა საიუბილეო თარიღმა ლამის სრულიად უხმაუროდ ჩაიარა“- აცხადებენ შეხვედრის ორგანიზატორები sazogadoeba. ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პოეტთან შეხვედრა დღეს, 18: 30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება. საღამოს ორგანიზატორია "მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები".