მსოფლიო   NEWS
აშშ-ში გლოვა გამოცხადდა - დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა
აშშ-ში გლოვა გამოცხადდა - დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა

ლას-ვეგასში ქანთრის მუსიკის ფესტივალზე დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ ცნობით, დაშავებულია 527 ადამიანი. მომხდარს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უწოდეს.

64 წლის სტივენ პედოკმა კონცერტზე შეკრებილებს ცეცხლი სასტუმროს აივნიდან გაუხსნა.

პოლიციამ თავდასხმელის სასტუმროს ნომერში 23 ცეცხლსასროლი იარაღი და საცხოვრებლ სახლში, ნევადაში კი ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

მკვლელობის მოტივი უცნობია. გამოძიების პირველ ეტაპზე, სამართალდამცავები თავდასხმას საერთაშორისო ტერორიზმს არ უკავშირებენ.

აშშ-ში გლოვა გამოცხადდა. დროშები სამთავრობო შენობებზე 6 ოქტომბრამდე დაშვებული იქნება.

შემთხვევა 1 ოქტომბერს მოხდა.