მსოფლიო   NEWS
ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადებას სავარაუდოდ ნოემბერში გააკეთებს
ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადებას სავარაუდოდ ნოემბერში გააკეთებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადებას სავარაუდოდ ნოემბერში გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კენჭს კიდევ ერთხელ პრეზიდენტის თანამდებობაზე.

რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არჩევნებამდე 90 დღით ადრე,  7 დეკემბრიდან დაიწყება.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება. 

loading...