მსოფლიო   NEWS
აშშ-ში სტუდენტმა პოლიციელი მოკლა
აშშ-ში სტუდენტმა პოლიციელი მოკლა

აშშ-ში, ტეხასის შტატში ერთ-ერთი უნივერსიტეტის შენობასთან მდებარე პოლიციის განყოფილებაში სტუდენტმა პოლიციელი მოკლა და ადგილიდან მიიმალა. „სიენენის“ ცნობით, სამართალდამცავებმა სტუდენტი შემოწმების მიზნით მიიყვანეს, რის შემდეგაც აღნიშნული მოხდა.

 პოლიცია ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს.

უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცავების ალყაშია მოქცეული. სტუდენტებსა და ლექტორებს შენობის დატოვება აეკრძალათ.

 

loading...