მსოფლიო   NEWS
კალიფორნიის შვიდ ოლქში ძლიერი ხანძარია
კალიფორნიის შვიდ ოლქში ძლიერი ხანძარია

კალიფორნიის შვიდ ოლქში ძლიერი ხანძარია. „როიტერის“ ცნობით, ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიამ 10 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი უგზოუკლოდ არის დაკარგული.

ხანძარმა 1500-ზე მეტი შენობა გაანადგურა. საშიშროების გამო დასახლებული პუნქტებიდან 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ცეცხლის ჩაქრობა ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო ვერ ხერხდება.

loading...