მსოფლიო   NEWS
სირიაში რუსულმა ბომბდამშენმა სუ-24 ავიაკატასტროფა განიცადა
სირიაში რუსულმა ბომბდამშენმა სუ-24 ავიაკატასტროფა განიცადა

სირიაში რუსულმა ბომბდამშენმა სუ-24 ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

თავდაცვის უწყების ცნობით, დღეს სირიაში მდებარე „ჰმეიმიმის“ ავიაბაზიდან აფრენისას სუ-24-ის ბომბდამშენი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო. 

loading...