მსოფლიო   NEWS
დღეს კატალონიის ავტონომიური რეგიონის მეთაური ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს
დღეს კატალონიის ავტონომიური რეგიონის მეთაური ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს

კატალონიის ავტონომიური რეგიონის მეთაური კარლეს პუჩდემონი დღეს რეგიონულ პარლამენტში დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს. „ბიბისის“ ცნობით, რეგიონული მთავრობა, სავარაუდოდ, ესპანეთისგან გამოყოფის პროცესს დაიწყებს.

პრემიერმინისტრ მარიანო რახოის მთავრობა რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს. მისი განცხადებით, კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ყველა კანონიერ ზომას მიმართოს, მათ შორის აამოქმედოს კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც რეგიონის ავტონომიის გაუქმებას ითვალისწინებს. 

კატალონიის რეგიონული პარლამენტის სხდომამდე ერთი დღით ადრე, განცხადება გააკეთა ბარსელონის მერმა ადა კოლაუმ, რომელმაც მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

1-ლ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა.

არჩევნების დღეს ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების შედეგად სულ ცოტა, 800 ადამიანი დაშავდა.

კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ რეფერენდუმში 90%-მა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა.

 

loading...