მსოფლიო   NEWS
უკრაინის დედაქალაქში, კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმარათზე, „თბილისობის“ დღესასწაული აღნიშნეს
უკრაინის დედაქალაქში, კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმარათზე,  „თბილისობის“ დღესასწაული აღნიშნეს

 უკრაინის დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიება, რომელიც უკვე წლებია ტრადიციულად იმართება ქ. კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმარათზე, საზეიმოდ  გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ.

მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ და კიევის მერიის წარმომადგენელმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლმა "ალილომ" და უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგია"-ს  შემოქმედებითმა კოლექტივმა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა. კიევის ივანე კავალერიძის მუზეუმში გაიმართა თანამედროვე ქართველი მხატვრის დავით ავალიანის ნამუშევრების გამოფენა.  ასევე გაიმართა  ქართველი ხელოვანების ნათია დოლიძისა და ეკა ჯაფარიძის ხელნაკეთი ნივთებისა და ბატიკის ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა.   ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული ღვინის კომპანიების მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციაში და დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო