ეკონომიკა
საუდის არაბეთში საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ღონისძიება გაიმართა
საუდის არაბეთში საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ღონისძიება გაიმართა

საუდის არაბეთში, ქ. რიადში,  საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ღონისძიება - “Tourism Opportunities in Georgia and Future Perspectives” - გაიმართა. “Al-Hamra Palace Hotel”- ში გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯაღავამ საუდური მსხვილი ტურისტული კომპანიების, მას-მედიის და ტურ-ოპერატორების წარმომადგენლებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ტურისტული სექტორის ფართო შესაძლებლობების, სამომავლო გეგმებისა და არსებული დადებითი დინამიკის შესახებ.

 შეხვედრაზე  აღინიშნა საუდელი ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მზარდი ინტერესი, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო საქართველოში Gulf Air-ისა და Fly Dubai-ს წარმატებულმა საქმიანობამ. შეხვედრაზე  გამოითქვა სურვილი, დამატებით, რიადსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტთა ნაკადს, როგორც სამეფოდან, ასევე საელჩოს გადაფარვის ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება,  მიმდინარე წლის მხოლოდ ცხრა თვის მონაცემებით საქართველოს 2016 წელთან შედარებით  30 ათასით მეტი  საუდელი ტურისტი ეწვია.

loading...