კულტურა
ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს
ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე დღეს ვაკეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე დეტალებს არ ახმაურებს. უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით არ დაუდასტურებიათ. 

26 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძეს 58 წელის შეუსრულდებოდა. მსახიობს მონაწილეობა მიღებული აქვს 20-მდე ფილმში, თუმცა მაყურებელს ყველაზე მეტად „ნატვრის ხეში" შესრულებული ​ როლით დაამახსოვრა თავი. მარიტას პერსონაჟი ლიკა ქავჟარაძემ 17 წლის ასაკში განასახიერა. 

loading...