საზოგადოება
მიტროპოლიტ სერაფიმეს მღვდელმოქმედების უფლება აღუდგა
მიტროპოლიტ სერაფიმეს მღვდელმოქმედების უფლება აღუდგა

საქართველოს საპატრიარქომ საქართველო სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.

საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს მღვდელმოქმედების უფლება აღუდგა და გამწესებულ იქნა მამათა მონასტერში.

ასევე მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან ყოველთვიური ფინანსური დახმარება დაენიშნება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა.

 

loading...