Facebook-სტატუსები
„ჩემო ლიკა, საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!“ - ლევან უჩანეიშვილი ლიკა ქავჟარაძეს
„ჩემო ლიკა, საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!“ - ლევან უჩანეიშვილი ლიკა ქავჟარაძეს

„ჩემო ლიკა, მაპატიე... ყველას აპატიე...საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!“ - მსახიობი ლევან უჩანეიშვილი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

„ჩემო ლიკა, მაპატიე... ყველას აპატიე...საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ! გვაპატიე რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ! შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ, არავინ ყოფილა! შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! შენო ცხოვრება ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!

გვაპატიე! რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება სამწუხაროდ არ ასრულდა... გვაპატიე! რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა... გვაპატიე! ჩემი ბრალიც არის! ყველას ბრალი არის! საქართველოს ბრალი არის! გვაპატიე! რომ მე, ყველას, საქართველოს უარი გვითხარი... დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლი, სიცივე და ქარი... ყველასათვის ჩარაზულა კარი!

ჩემო ლიკა, მაპატიე... ყველას აპატიე... საქართველოს აპატიე...

შეხვედრამდე ლევანი“ - წერს ლევან უჩანეიშვილი.

მსახიობის ლიკა ქავჟარაძისადმი მიძღვნილ სიტყვებს სოციალურ ქსელში მსახიობი ია ფარულავა ავრცელებს.