პოლიტიკა
„აფგან მუხთარლის მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმა საქართველო დატოვეს“ - არჩილ ჩოფიკაშვილი
„აფგან მუხთარლის მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმა საქართველო დატოვეს“ - არჩილ ჩოფიკაშვილი

„აფგან მუხთარლის მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმა საქართველო დატოვეს“ - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფილაშვილი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, აზერბაიჯანელის ჟურნალისტის ოჯახში გერმანიაში იმყოფება.

“ჟურნალისტების გუშინდელ კითხვებს სამწუხაროდ ამომწურავად ვერ ვუპასუხე (განსაკუთრებით ბარბარე დავთაძის). აფგან მუხთარლის მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმა გუშინ საქართველო დატოვეს. მე-3 უსაფრთხო ქვეყნის შემოთავაზება და მოძიება მთელი პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად განიხილებოდა. ამჟამად, გატაცებული ჟურნალისტის ოჯახი გერმანიაშია. გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიების და არსებული საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლოა ლეილა მუსტაფაევა (მეუღლის მსგავსად) გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი. ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი,, და ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი,, აგრძელებს აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დაცვას” - წერს არჩილ ჩოფიკაშვილი.