პოლიტიკა
შალვა რამიშვილი ზაალ უდუმაშვილზე გავრცელებული დეზინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის
შალვა რამიშვილი ზაალ უდუმაშვილზე გავრცელებული დეზინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატზე, ზაალ უდუმაშვილზე გავრცელებული დეზინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის.

მისი თქმით, გავრცელებულ ვიდეოში მას ეგონა, რომ უდუმაშვილი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს სიტყვებით - „შეეთრიეთ შიგნით“ მიმართავდა, თუმცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მერობის კანდიდატი „შეათრიეს შიგნით“ ამბობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა რამიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.

10 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოში შესვლას და სხდომაზე დასწრებას გეგმავდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა. სხდომაზე „თაბორი რიზორთისა" და "თბილისი სითისთვის" მიწების გადაცემა უნდა დამტკიცებულიყო. მიწების გადაცემას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მ. ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავეს.

 

 

loading...