საზოგადოება
„ლიკა მოუვლელობისა და წამლების ნაკლებობის გამო გარდაიცვალა“ - მანანა შარაშიძე
„ლიკა მოუვლელობისა და წამლების ნაკლებობის გამო გარდაიცვალა“ - მანანა შარაშიძე

„ლიკა მოუვლელობისა და წამლების ნაკლებობის გამო გარდაიცვალა“ - ამის შესახებ მსახიობ ლიკა ქავჟარაძის მეგობარმა, მანანა შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქვით, ქვეყანა მოქალაქეებზე უნდა ზრუნავდეს.

“ქვეყანაში ზრუნვა არ არის შესაბამისი. ლიკა ამის თვალსაჩინო მაგალითია. რამდენი ადამიანი იხოცება ასე. ლიკა მოუვლელობის გამო, ზრუნვის ნაკლებობის  გამო, წამლების ნაკლებობის გამო და ათასი რამის გამო გარდაიცვალა, რაშიც ბრალი ჯანდაცვის სამინისტროს მიუძღვის. ჯანდაცვისა და სოციალური სისტემები გამართული უნდა იყოს, იმისთვის რომ ასეთ ადამიანებზე იყოს შესაბამისი ზრუნვა” - განაცხადა მანანა შარაშიძემ.

ლიკა ქავჟარაძე გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

loading...