საზოგადოება
“მარიტა სუსტი უნდა ყოფილიყო, მარიტა - "ბაზრის ქალი" ვერ იქნებოდა” – ცოტნე გამსახურდია
“მარიტა სუსტი უნდა ყოფილიყო, მარიტა - "ბაზრის ქალი" ვერ იქნებოდა” – ცოტნე გამსახურდია

“მარიტა სუსტი უნდა ყოფილიყო, მარიტა - "ბაზრის ქალი" ვერ იქნებოდა” - ცოტნე გამსახურდია მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა... ალბათ არ იცით, რომ ჩვენ გარე ბიძაშვილები ვიყავით, ბებიაჩემის, მირანდა ფალავანდიშვილის მხრიდან. შეგნებულად არ ვდებ სურათს იმიტომ, რომ მისი სწორუპოვარი სილამაზე მისთვის სტიგმად და ტვირთად აქცია ჩვენმა ბრიყვმა საზოგადოებამ. დიახ, წარმოიდგინეთ, ესეც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს... ახსნის ხასიათზე არ ვარ.

შეიძლება ითქვას, რომ მისი სულიერი მდგომარეობის გაუარესება სწორედ საზოგადოების იდიოტურმა, სნობურმა დამოკიდებულებებმა გამოიწვიეს. არ შეეძლო ბევრი მენტალური სიმახინჯის გადატანა. მარიტა სუსტი უნდა ყოფილიყო. მარიტა - "ბაზრის ქალი" ვერ იქნებოდა. არადა, აქ სწორედ ეს ითვლება ღირსებად უმეტეს შემთხვვაში. სადაც კაცები აღარ კაცობენ, იქ ქალებისგან ითხოვენ კომპენსაციას...

ალბათ თქმაც ზედმეტია, რომ ამ ქვე-ყანაში ფსიქიურად დაავადებულ ადამიანზე დაუცველი და საბრალო პრაქტიკულად არავინაა. ქოცებმა ხომ საერთოდ მოსპეს ფსიქიური ჯანდაცვის ნარჩენებიც...

ნათელში ამყოფოს" - წერს ცოტნე გამსახურდია.

loading...