საზოგადოება
„ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აღარ გაიხსნება” - დავით ოქიტაშვილი
„ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აღარ გაიხსნება” - დავით ოქიტაშვილი

ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აღარ გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა “კვირის პალიტრასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება, მაგრამლიკა ქავჟარძის ხეივანი გაკეთდება.

"ლიკა ნამდვილად იმსახურებდა ვარსკვლავს, როგორც ნიჭიერი მსახიობი და ქართველი ქალის სილამაზის სიმბოლო. უფრო ადრეც ვუთხარი, მაგრამ უარი თქვა, კარგად არ ვარ და გთხოვთ, გადავდოთო. შემდეგ სიურპრიზი მოვუწყვე და პირდაპირ ეთერში იმიტომ ვუთხარი, რომ უარი ვერ ეთქვა” - განაცხადა ოქიტაშვილმა.

მსახიობის ვარსკვლავის გახსნა დეკემბერში იყო დაგეგმილი.