მსოფლიო   NEWS
კატალონიის მთავრობის ყოფილი რვა წევრი დააკავეს
კატალონიის მთავრობის ყოფილი რვა წევრი დააკავეს

კატალონიის მთავრობის ყოფილი რვა წევრი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთის ეროვნული სასამართლოს კოლეგიამ მიიღო.

დაკავებულია ასევე კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ურიოლ ჟუნკერასი. 

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ეჭვმიტანილებს შეეძლოთ სხვა ქვეყანაში გადასვლა. კატალონელი მინისტრების ნაწილმა ესპანეთის ტერიტორია დატოვა.

დაკავებულებს ბრალად ამბოხება და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედებათ. ესპანეთის კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

loading...